loader

"ვერ დავმალავ, გამიკვირდა! ამ ვიდეომ ყველა კითხვაზე პასუხი გამცა თუ პირიქით, კითხვა დამიმატა" - ირმა სოხაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ დავმალავ, გამიკვირდა! ამ ვიდეომ ყველა კითხვაზე პასუხი გამცა თუ პირიქით, კითხვა დამიმატა" - ირმა სოხაძე

თავისუფლების მოედანზე გუშინ ღონისძიება - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართა. მომღერალმა ირმა სოხაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაკვირვებულია, რადგან ღონისძიებაზე სიმღერა "გაიღიმე" არ შესრულდა.

"ვერ დავმალავ, გამიკვირდა! შეიძლება შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის.

მგონი, იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია" ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა!

და შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ, თვითონ ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ხალხთან ერთად ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, ვითომ უკეთესი არ იქნებოდა?! რა ვიცი, რა ვიცი... ის კი ვიცი, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია" მუდამ! დასასრული კი ამ გამარჯვებებს აღარ ექნება!" - ამის შესახებ ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში წერს.

მოგვიანებით ირმა სოხაძემ ეროვნული ნაკრების ვიდეო გააზიარა, რომელშიც ბიჭები "გაიღიმეს" მღერიან.

"ჩვენს გმირ ბიჭებს "გაიღიმე" მაინც უმღერიათ, თავისით! ამ ვიდეომ ყველა კითხვაზე პასუხი გამცა. თუ პირიქით, კითხვა დამიმატა - რაც გულით ემღერებათ, ის ვუმღეროთ, უკეთესი არ არის?" - წერს სოხაძე.