loader

ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აღარ წაიყვანენ - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აღარ წაიყვანენ - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი

სპორტული კომენტატორები, ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი, აცხადებენ, რომ „პირველი არხის” გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აღარ წაიყვანენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კონტრაქტის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე უნდა ყოფილიყვნენ. ამის შესახებ ბაციკაძემ და კალატოზმა Youtube-ზე, გადაცემაში "ორშაბათობა" ისაუბრეს.

მათი თქმით, EURO 2024-თან დაკავშირებით არხთან ერთთვიანი კონტრაქტი ჰქონდათ, თუმცა გუშინ დილით მიუვიდათ შეტყობინება ცვლილებასთან დაკავშირებით – მათ ოფიციალურ მიზეზად „პირველი არხის” თანამშრომელი კომენტატორების გერმანიიდან დაბრუნება დაუსახელეს.