loader

შეძლებს თუ არა გულშემატკივარი დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე ნაკრების წევრებთან შეხვედრას? - როგორია თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების ფორმატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეძლებს თუ არა გულშემატკივარი დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე ნაკრების წევრებთან შეხვედრას? - როგორია თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების ფორმატი

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ვაორგანიზებთ ღონისძიებას, გულშემატკივარს ექნება საშუალება მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს. 21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.