თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში ვერტმფრენი ჩამოვარდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჩამოვარდნილია სამხედრო ვერტმფრენი.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მიდის.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას ვცდილობთ შინაგან საქმეთა სამინისტროში.