loader

ვრცელდება კადრები ბექა ხოფერიას ქორწილიდან, რომელსაც მისი ყოფილი ცოლიც ესწრებოდა, - "ველოდებით დედოფალს, რომელსაც ძმა მოაცილებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები ბექა ხოფერიას ქორწილიდან, რომელსაც მისი ყოფილი ცოლიც ესწრებოდა, - "ველოდებით დედოფალს, რომელსაც ძმა მოაცილებს"

თიკა ჯამ­ბუ­რია, შვილ­თან ერ­თად, სი­ცი­ლი­ა­ში ყო­ფი­ლი ქმრის ქორ­წილს და­ეს­წრო. ბექა ხო­ფე­რი­ა­სა და სოფო ქურ­დი­ა­ნის ზღაპ­რუ­ლი ქორ­წი­ლი სი­ცი­ლი­ის ერთ-ერთ შა­ტო­ში, Castello Xirumi-ში გა­ი­მარ­თა. აე­რო­პორ­ტის გზა­ზე თიკა წერ­და, რომ მისი გა­მომ­წე­რე­ბი მალე გა­ი­გებ­დნენ, თუ სად მიფ­რი­ნავ­და შვილ­თან ერ­თად.

სი­ცი­ლი­ურ ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. წყვილ­მა ამ ზღაპ­რულ დღეს ხელი მო­ა­წე­რა. პა­ტარ­ძალ­მა ორ­ჯერ გა­მო­იც­ვა­ლა კაბა.

თი­კას ფო­ტო­ე­ბი­თ თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ქორ­წილ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრო გა­ა­ტა­რა. უკვე დიდი ხა­ნია ამ­ბობს, რომ ბე­ქას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და თიკა თა­ვა­დაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თი­კას და ბე­ქას ქორ­წი­ლე­ბი­დან სა­ერ­თო შვი­ლი ნინა ჰყავთ. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ბექა ხო­ფე­რია მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და და მისი რჩე­უ­ლი ინა ოსი­პო­ვა გახ­და. ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს. მა­შინ ბექა ამ­ბობ­და, რომ იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეძებ­და. ინას და ბე­ქას ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს ისი­ნიც და­შორ­დნენ.