loader

ცნობილია, რამდენით დააჯარიმა UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რამდენით დააჯარიმა UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

UEFA-მ საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდში, თამაშის დაწყებამდე სტადიონზე ხანმოკლე ჩხუბის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროს, ხოლო თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია 25 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.

როგორც AP news-ი წერს, გადაწყვეტილება UEFA-მ ორშაბათს გამოაცხადა.

ამასთანავე, UEFA-მ „ევრო 2024“-ის თანაორგანიზატორი გერმანიაც დააჯარიმა. კერძოდ, მოედანზე მაყურებლებს კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადასაღებად გასვლის უფლება არ ჰქონდათ. დაჯარიმება სწორედ ამ დარღვევას უკავშირდება. მედია წერს, რომ გერმანიის ნაკრები აღნიშნული დარღვევისთვის 20 000 ევროს ოდენობით დაჯარიმდა.