loader

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ევრო 2024-ის ქართველ გმირებს დროშებით, ნაკრების მაისურებით და საზეიმო განწყობით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ევრო 2024-ის ქართველ გმირებს დროშებით, ნაკრების მაისურებით და საზეიმო განწყობით დახვდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: "მადლობა", "საქართველო".

ქომაგები აეროპორტში დილიდან დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები "მიხეილ მესხის სტადიონიდან" ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ღონისძიება სახელწოდებით - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.

ვიდეო: "რადიო თავისუფლება"