loader

ვინ არის მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობენ

EURO 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ზღაპ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი დას­რულ­და. ჩვე­ნი გუნ­დი მერ­ვე­დფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თის უძ­ლი­ე­რეს გუნდთან და­მარ­ცხდა. გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ეს­პა­ნუ­რი ნაკ­რე­ბის მცვე­ლი მარკ კუ­კუ­რე­ლია, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ბევ­რს ხუმ­რობ­დნენ მისი გვა­რის მეგ­რულ გვა­რებ­თან მსგავ­სე­ბის გამო.

ვინ არის მარკ კუ­კუ­რე­ლია?

25 წლის სპორ­ტსმე­ნი მარკ კუ­კუ­რე­ლია სა­სე­ტა და­ი­ბა­და 1998 წლის 22 ივ­ლი­სს. ეს­პა­ნე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ინ­გლი­სუ­რი პრე­მი­ერლი­გის კლუბ "ჩელ­სი­სა" და ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნული გუნ­დის მო­თა­მა­შეა.

კუ­კუ­რე­ლი­ას დე­ბი­უ­ტი „ბარ­სე­ლო­ნა­ში“ სა­რე­ზერ­ვო გუნდში შედ­გა. 16-დან 23 წლამ­დე ოლიმ­პი­ურ ტურ­ნირ­ში 2020 წელს ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. მისი დე­ბი­უ­ტი უფ­რო­სე­ბის გუნდში 2021 წელს შედ­გა.

ფეხ­ბურ­თი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი 4 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მამ ბარ­სე­ლო­ნის "ეს­პა­ნი­ო­ლის" აკა­დე­მი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა. მალე ეს­პა­ნურ­მა კლუბმა "ბარ­სე­ლო­ნამ" ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია 14 წლის ბიჭს, რო­მე­ლიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვარ­ჯი­შობ­და აკა­დე­მი­ა­ში. მცვე­ლის­თვის მცი­რე სი­მაღ­ლის მი­უ­ხე­და­ვად (173 სმ), ის კარ­გად ხსნი­და ბურთს ჰა­ერ­ში. განაგრძეთ კითხვა