loader

როდიდან გააგრძელებს რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდიდან გააგრძელებს რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას?

რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა ნინო ოთარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის, კლინიკაში რემონტი მიმდინარეობს, რათა კლინიკამ რეგულაციები დააკმაყოფილოს. სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებს სრული დატვირთვით“,- აღნიშნავს ექიმი ნინო ოთარიშვილი.