loader

დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი - კიევში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი - კიევში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

კიევის ობოლონის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი, დაშავდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განმარტებით, დაშავებულები 4 ქალი, 11 წლის ბავშვი და ერთი მამაკაცი არიან. მისივე თქმით, ერთი მოხუცი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ცნობისთვის, კვირას საღამოს კიევსა და ჩრდილოეთ ოლქებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ვიდეო: "პალიტრანიუსი"