loader

ევროპის ჩემპიონატზე ზღაპრული მოგზაურობა დასრულდა - საქართველო თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპის ჩემპიონატზე ზღაპრული მოგზაურობა დასრულდა - საქართველო თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზედაასრულა.

მატჩის პირველ ტაიმში, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმაშეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

შედეგად მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.