loader

გიორგი მამარდაშვილის პასუხი ესპანელ ფეხბურთელს და ვილი სანიოლის რეაქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მამარდაშვილის პასუხი ესპანელ ფეხბურთელს და ვილი სანიოლის რეაქცია

ესპანეთი-საქართველოს მატჩამდე ესპანელმა ფეხბურთელმა ნაჩომ განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა, თუმცა მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს კარგი დრო არ ჰქონდეს და მის კარში ბევრი გოლი გაიტანონ.

“მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. ის საქართველოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ ინერვიულოთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ძალიან წარმატებული დღე არ გამოუვიდეს. უდავოა, ის ამ წლების განმავლობაში თავის მაღალ კლასს ამტკიცებს.

კვარაცხელია განსაკუთრებულია. გასულ სეზონში ჩვენ (რეალი) ორჯერ ვითამაშეთ მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ვიტყოდი, რომ სხვა დონეზეა. ძალიან სწრაფია, ერთი-ერთზე თამაშისას გამორჩეულად კარგია. ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენი მთავარი საფრთხეა, რომელთანაც საქმე გვექნება. ხალხს შეუძლია ამ შეხვედრაში ფავორიტად მიგვიჩნიოს, მაგრამ ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს” – ამბობს ნაჩო.

აღნიშნულ საკითხს სიმშვიდით გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილი.“წარმატებები მათ” – მხოლოდ ამ სიტყვებით უპასუხა ნაკრების მეკარემ ესპანელ ფეხბურთელს.

ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის პროცესში ნაჩოს სიტყვებმა ირონიული ღიმილი გამოიწვია საქართველოს ნაკრების მწვრთნელში.