loader

დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე

სამი დღე გა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მო­რი­გი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბი­დან და ემო­ცი­ე­ბი მა­ინც არ ცხრე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე ვრცელ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგო­მი ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი, რაც მნახ­ველს გულ­გრილს ვერ ტო­ვებს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში, სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი 2:0 და­ა­მარ­ცხა. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 4 ქულა მო­ი­პო­ვა და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და.

30 ივ­ნისს, მერ­ვე­დფი­ნალ­ში, სა­ქარ­თვე­ლო ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბას დიდ­წი­ლად მთა­ვარ მწვრთნელ ვილი სა­ნი­ოლს მი­ა­წე­რენ.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, ვილი სა­ნი­ოლს, გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თელს თა­ვის დრო­ზე, მსოფ­ლი­ოს ვიცე-ჩემ­პი­ონს და დღეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მწვრთნელს. ვინც ერ­კვე­ვა ფეხ­ბურთში, ალ­ბათ, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ მისი წვლი­ლი ამ წარ­მა­ტე­ბა­ში არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა ჩვენს სა­ა­მა­ყო მწვრთნელს ამი­სათ­ვის" - თქვა გუ­შინ პრე­მი­ერ­მა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან.

ვილი სა­ნი­ო­ლი 1977 წლის მარ­ტში საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და. თა­მა­შობ­და კლუ­ბებ­ში - "სენტ-ეტი­ენ­ში", "მო­ნა­კო­ში", "ბა­ი­ერნ­სა" და საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში. ის არის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლისმე­და­ლო­სა­ნი, ორი კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის და მრა­ვა­ლი სხვა თა­სის მფლო­ბე­ლი.

ვილი სა­ნი­ო­ლს საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში, 58 შეხ­ვედ­რა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ის საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო 2002-2006 წლებ­ში ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 2004-2008 წლებ­ში კი, უე­ფას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

სა­ნი­ო­ლი საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში ას­პა­რე­ზობ­და 2006 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, რო­დე­საც გუნ­დი იტა­ლი­ას­თან და­მარ­ცხდა.

აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ სა­ნი­ო­ლი 2013-2014 წლებ­ში საფ­რან­გე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებს წვრთნი­და. 2014-2016 წლებ­ში "ბორ­დოს" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 2017 წლის ზა­ფხულ­ში კი "ბა­ი­ერ­ნის" საწ­ვრთნე­ლო შტაბს შე­უ­ერ­თდა. 2017 წლის 28 სექ­ტემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა "ბა­ი­ერ­ნის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად, 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩა­ი­ბა­რა.

ვილი სა­ნი­ო­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს ოთხი შვი­ლი.

ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში

2014 წელს სა­ნი­ო­ლი სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია, რო­დე­საც მა­შინ­დელ "ბორ­დოს" მწვრთნელს რა­სიზ­მში დას­დეს ბრა­ლი. მა­შინ სა­ნი­ოლ­მა თქვა:

"სა­ნამ მე „ბორ­დოს“ მწვრთნე­ლი ვარ, ცოტა აფ­რი­კელ ფეხ­ბურ­თელს შე­ვი­ძენთ. არ მინ­და, ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ დავ­კარ­გო ნა­ხე­ვა­რი გუნ­დი იმის გამო, რომ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ აფ­რი­კის თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში. აფ­რი­კე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია: ისი­ნი ითხო­ვენ ნაკ­ლებ ხელ­ფასს, ია­ფე­ბი არი­ან, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი აქვთ, ფი­ზი­კუ­რი ძალა გა­აჩ­ნი­ათ. მაგ­რამ ფეხ­ბურთში კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნი­კა, ჭკუა და დის­ციპ­ლი­ნა. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­შია გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი...“

განაგრძეთ კითხვა