loader

"პორტუგალიასთან მატჩის წინ მასთან გრძელი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან მატჩამდე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პორტუგალიასთან მატჩის წინ მასთან გრძელი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან მატჩამდე?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა talkSPORT-თან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

„რთულია, როცა შენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რაც მას სურს. ასეთი იყო თურქეთთან და ჩეხეთთან მატჩები, მას ძალიან კარგად არ უთამაშია. პორტუგალიასთან მატჩის წინ მასთან გრძელი საუბარი მქონდა. მას ვუთხარი, რომ ისე ეთამაშა პორტუგალიასთან, როგორც 17-18 წლის ასაკში თამაშობდა. ასევე ვუთხარი, რომ ბევრი არ იფიქრო და უბრალოდ ითამაშე. პორტუგალიასთან სრულიად ფანტასტიკური იყო“.