loader

"ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს 10 დღე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და ემო­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია" - რას წერს თემურ ქეცბაია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს 10 დღე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და ემო­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია" - რას წერს თემურ ქეცბაია?

ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი და კვიპ­რო­სის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი თე­მურ ქეც­ბა­ია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ევრო 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გას­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"მი­ჭირს იმ სი­ხა­რუ­ლის ბო­ლომ­დე გა­მო­ხატ­ვა, რა­საც ვგრძნობ, რა­საც მთე­ლი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად ვგრძნობ­დი. რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ამ ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი აღ­მო­ჩე­ნა და ალ­ბათ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც, რად­გან ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, სად­მე ისე გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ხალ­ხი ამ წარ­მა­ტე­ბამ, რო­გორც ჩვენ­თან.

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, მწვრთნე­ლებს და რა თქმა უნდა ფეხ­ბურ­თე­ლებს მად­ლო­ბას ვუხ­დი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის და ამ ტურ­ნი­რამ­დე მოს­ვლის­თვის.

ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს 10 დღე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და ემო­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია, რო­მე­ლიც ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის პე­რი­ოდ­ში გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვა­ტა­რე.

მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს, ასე­თი მხარ­და­ჭე­რის­თვის წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენ ქვე­ყა­ნას!"