loader

ვინ არის ახალგაზრდა და სიმპათიური მსაჯი, რომელმაც ქართველების გული დაიპყრო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ახალგაზრდა და სიმპათიური მსაჯი, რომელმაც ქართველების გული დაიპყრო?

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და.

და­ძა­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მატ­ჩის მსა­ჯი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი სან­დრო შა­რე­რი იყო. 36 წლის შარ­ერმა მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერთი შეხ­ვედ­რა უკვე იმ­სა­ჯა – სლო­ვე­ნი­ი­სა და და­ნი­ის თამაშზე.

სან­დრო შარ­ე­რი 1988 წლის 6 ივ­ნისს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ი­ბა­და. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლობ­და სპორ­ტსა და გე­ოგ­რა­ფი­ას ბა­ზე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში პე­და­გო­გად და სა­თხი­ლა­მუ­რო ინ­სტრუქ­ტო­რიც იყო. 2005 წელს, 24 წლის ასაკ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის ჩე­ლენჯ ლი­გის თა­მა­შე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და­ი­წყო. 2013 წელს მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა სუ­პერ­ლი­გა­ში FC Lausanne-Sport-ისა და FC Thun-ის თა­მაშ­ში.

2015 წლი­დან სან­დრო ფი­ფას არ­ბიტ­რია. მის­თვის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი 2017 წელს შედ­გა, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდუ­ლი ევ­როს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი გან­სა­ჯა.

შარ­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და უე­ფას სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რე­ბა­ში, რო­გო­რები­ცაა ჩემ­პი­ონ­თა ლიგა და ევ­რო­პა ლიგა. ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბრა­ი­ტო­ნის მატჩს ათე­ნის აეკ-თან ევ­რო­პის ლი­გა­ზე, 2023 წელს.

FC Buttikon-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და: "მე მირ­ჩევ­ნია მსა­ჯი ვიყო, მაგ­რამ ასე­ვე მომ­წონს VAR-ზე ყოფ­ნა. ეს სხვა რო­ლია... ამ მო­მენ­ტში უნდა და­ი­ვი­წყო, რომ მსა­ჯი ხარ. თა­მაშ­ში მხო­ლოდ მა­შინ უნდა ჩა­ე­რიო, როცა აშ­კა­რა შეც­დო­მას და­ი­ნა­ხავ."

2022 წლი­დან შარ­ე­რი ფი­ფას ელი­ტა­რუ­ლი არ­ბიტ­რია.