loader

“დედით პორტუგალიელია და მამით ქართველი, მაგრამ მან საქართველო აირჩია“ - ვინ არის ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე, რომელიც პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩზე საქართველოს გულშემატკივრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დედით პორტუგალიელია და მამით ქართველი, მაგრამ მან საქართველო აირჩია“ - ვინ არის ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე, რომელიც პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩზე საქართველოს გულშემატკივრობდა

“გაორებაცაა და გაორებაც, მაგრამ მან საქართველოს ნაკრები აირჩია!

საქართველო-პორტუგალიის მატჩს 17 წლის გიორგი ჩუბინიძეც ესწრებოდა (Giorgi Goncalves Manuel Chubinidze) - დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი გიორგი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ A.F.C. Bournemouth-ის U-18-სა და საქართველოს U-18-ში ასპარეზობს.

გიორგი შემტევი ნახევარმცველია, 175 სმ, ბორნმუთის აკადემიის აღზრდილი, 4 წლიდან შეიყვანეს ფეხბურთზე. მამა - თორნიკე - საფეხბურთო მენეჯერია.

2022 წელს გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში ყოფილა:

“5 წლის იყო, როდესაც საქართველოს 5-ნომრიანი მაისური ჩავუტანე. მომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღესაც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებო", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ჩუბინიძე.

მალე გვენახოს მთავარ ნაკრებში“ - წერს Maka Turkia.