loader

28 წლის მამაკაცი 13 წლის ბავშვს ემუქრებოდა და ვიდეოზარებში შიშველ მდგომარეობაში ყოფნას სთხოვდა, რის შემდეგაც არასრულწლოვანს აღნიშნული ფოტოები გაუვრცელა - დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

28 წლის მამაკაცი 13 წლის ბავშვს ემუქრებოდა და ვიდეოზარებში შიშველ მდგომარეობაში ყოფნას სთხოვდა, რის შემდეგაც არასრულწლოვანს აღნიშნული ფოტოები გაუვრცელა - დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 28 წლის მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 13 მარტს 13 წლის დაზარალებულმა ბრალდებული სოციალურ ქსელ Tiktok-ზე გაიცნო. ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვნის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. სქრინების გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა. აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ Tiktok-ზე გავრცელდა არასრულწლოვნის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ.

დაზარალებული არასრულწლოვნის მომართვის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგონების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვან დაზარალებულს და მის წარმომადგენელს დანაშაულით მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმისგან აღდგენის მიზნით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლა შესთავაზა.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას.