loader

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს.

დებატების დროს ბაიდენმა და ტრამპმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზე.

ტრამპმა განაცხადა, რომ პირობები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა უკრაინაში ომის დასასრულებლად, „მიუღებელია“.

კითხვაზე : „პუტინის პირობები თქვენთვის მისაღებია?" - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა : „არა, ის მიუღებელია“.

საუბარია ვლადიმერ პუტინის ე.წ. ომის დასრულების გეგმაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაში ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ კიევი დათმობს ოთხ რეგიონს, რომლებზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

დებატების დროს დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს დაასრულებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი "ომის დამნაშავეა", რომელსაც სურს აღადგინოს "ძველი საბჭოთა იმპერიის" ნაწილი.

"როგორ ფიქრობთ, მას სურს აქ [უკრაინაში] გაჩერება? როგორ ფიქრობთ, რა დაემართება პოლონეთს, ბელარუსს, ნატოს იმ ქვეყნებს?" - აღნიშნა ბაიდენმა.