loader

“ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს! ვერ ჩაიდებს ჯიბეში“ - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებს მადლობას უხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს! ვერ ჩაიდებს ჯიბეში“ - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებს მადლობას უხდის

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებზე წერს:

განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი გულშემატკივარი ადგილზე, გერმანიაში და ყველა სხვაგანაც. ჩვენები აჩვენებენ ორგანიზებულობის და ცივილიზებულობის უმაღლეს პილოტაჟს.

ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს და ვერ ჩაიდებს ჯიბეში. ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდს და მაყურებელს ერთნაირად სჯერათ საკუთარი ძალების და ერთადაა დაუმარცხებელი - ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ ზუსტად ვიცით!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.