loader

რას წერს გიორგი მამარდაშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს გიორგი მამარდაშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ?

"დაუვიწყარი ღამე, რომელიც ყველა ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. გილოცავთ, ჩვენ ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავწერეთ.

შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა!" - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.