loader

რა ხდებოდა ღამით თბილისის ქუჩებში, ისტორიული გამარჯვების შემდეგ? - "წარმოუდგენელია! ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ უკვე ვიცით!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ღამით თბილისის ქუჩებში, ისტორიული გამარჯვების შემდეგ? - "წარმოუდგენელია! ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ უკვე ვიცით!"

"რაც ხდება ქუჩებში, წარმოუდგენელია!!! ამდენი სიხარული, სიყვარული, სითბო, დადებითი ემოცია!!! მადლობა ჩვენს უმაგრეს ბიჭებს ამ სიხარულისთვის და ემოციისთვის! ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ უკვე ვიცით" - ამის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებელი მარიამ ხუხალაშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.