"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ამას რატომ აკეთებს?" - რას წერს ბასილაშვილი რონალდოზე?
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" კრიშტიანო რონალდოს შესახებ წერს.
"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, რატომ ტირის კრიშტიანო ყოველი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ?", - წერს ბასილაშვილი "ინსტაგრამზე".
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.