loader

რობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა:"შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივიბით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით და მათ ამით თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენ რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. VAR-ი არათანმიმდევრული იყო. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!"

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი