loader

საქართველო პორტუგალიის ნაკრებს 2:0 უგებს - პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო პორტუგალიის ნაკრებს 2:0 უგებს - პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშით - 2:0 იგებს.

მეორე გოლი მატჩში, პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

შეხვედრის პირველ წუთებზე მატჩის პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.