loader

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა - რა სქემით მიიღებენ პედაგოგები ანაზღაურებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა - რა სქემით მიიღებენ პედაგოგები ანაზღაურებას

საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება - ვკითხულობთ საკანონმდებლო მაცნეზე. ახალი მოდელი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება და მის მიხედვით მასწავლებლები ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვით, განათლების კვალიფიკაციისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით მიიღებენ.

დოკუმენტს არაერთი მასწავლებლის კრიტიკა მოჰყვა. მათი დათვლით, მენტორის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიუხედავად, ხელფასი მცირედით, მხოლოდ 85 ლარით, 100 ლარით, 190 ლარით გაეზარდათ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კი ამბობს, რომ 21 000-მდე მასწავლებელს ხელფასი მინიმუმ 500 ლარით ეზრდება, 800 ლარით კი - 3 000-მდე მასწავლებელს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკა საათობრივ დატვირთვაზე გადავიდა. კვირაში ერთი გაკვეთილის ჩატარებისთვის ყველა მასწავლებლის ხელფასი 94 ლარიდან 103 ლარამდე განისაზღვრა, რასაც აკლდება საპენსიო და საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, მასწავლებელი თითოეულ ჩატარებულ გაკვეთილზე ხელზე აიღებს 73 ლარიდან 80 ლარამდე თანხას. პედაგოგების აზრით კი, მთავარი პრობლემა სწორედ ამ ნაწილში ჩნდება.