loader

"ცხვი­რი მომ­ძვრა სა­ერ­თოდ. მი­მა­კე­რეს..." - რა შეემთხვა ლადო ბურდულს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხვი­რი მომ­ძვრა სა­ერ­თოდ. მი­მა­კე­რეს..." - რა შეემთხვა ლადო ბურდულს?

"მო­რი­გი ავა­რია სკუ­ტე­რით, მო­რი­გი სიკ­ვდი­ლის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა, მო­რი­გი უფ­ლის წყა­ლო­ბა და ახა­ლი მი­კე­რე­ბუ­ლი ცხვი­რი. სა­ხის ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით. უფალს მად­ლო­ბა და დი­დე­ბა It's just Rock'N Roll Baby" - წერს მუ­სი­კო­სი ლადო ბურ­დუ­ლი სა­კუ­თარ გვერ­დზე.

რო­გორც გა­ირ­კვა, ლადო ბურ­დულს 21 ივ­ნისს სა­კუ­თა­რი სკუ­ტე­რით ავა­რია მო­უ­ვი­და. რო­გორ გრძნობს მუ­სი­კო­სი ახლა თავს და რა მოხ­და, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

ლადო ბურ­დუ­ლი:

- მუხ­რუჭ­მა მიმ­ტყუ­ნა და მი­წა­ზე მოვსრი­ალ­დი, იქ, ვფიქ­რობ, რა­ღაც სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა ეყა­რა. დიდი მან­ქა­ნე­ბი­დან რომ ცვი­ვა ხოლ­მე... ისე მოხ­და, რომ ცხვი­რი ბე­ტონს და­ვარ­ტყი. არა­და, სახ­ლში, ოქ­რო­ყა­ნა­ში მოვ­დი­ო­დი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გზა იყო, სა­ცო­ბი, მან­ქა­ნე­ბი, რო­გორც ვთქვი, მშვი­დად ვმოძ­რა­ობ­დი.

- ე.ი. ცხვი­რი გაქვთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი...

- ცხვი­რი მომ­ძვრა სა­ერ­თოდ. მი­მა­კე­რეს... ხალ­ხი გვერ­დით და­მიდ­გა. ბე­დად, იქ შო­რე­უ­ლი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­მიყ­ვა­ნა. კარ­გი ექი­მი შემ­ხვდა - გვან­ცა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი... სულ ვამ­ბობ, ვინც ინ­გლი­სი და გერ­მა­ნია ნახა, სა­ქარ­თვე­ლომ მე­დი­ცი­ნის თვალ­საზ­რი­სით მათი სა­ხით მა­გა­რი ექი­მე­ბი შე­ი­ძი­ნა. მერე ახ­ლობ­ლე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ და იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სით­ბო და­ვი­ნა­ხე. ეს ამ­ბა­ვი, რაც მოხ­და, მგო­ნი, ნამ­დვი­ლად ღირ­და. მოკ­ლედ, გა­დავ­რჩი, თუმ­ცა დარ­ტყმა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. სა­ხის ძვლე­ბი მაქვს მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­ტე­ხი­ლო­ბე­ბით. ერთ-ერთი რთუ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თვალ­თა­ნაა და არ უნდა და­იძ­რას, სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. ახლა ერთი თვეა რთუ­ლი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩეს და ასე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. თან ხა­ზო­ვა­ნი ნა­ტე­ხე­ბია. განაგრძეთ კითხვა