loader

"კრიშტიანო დაპატიჟა საქართველოში და ეშინია წასვლისო. იმ პირობით წავალთ, თუ..." - რატომ ეშინოდა სუპერვარსკვლავს საქართველოში ჩამოსვლის?! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კრიშტიანო დაპატიჟა საქართველოში და ეშინია წასვლისო. იმ პირობით წავალთ, თუ..." - რატომ ეშინოდა სუპერვარსკვლავს საქართველოში ჩამოსვლის?!

2012 წლის ზაფხულში თბილისს კრიშტიანო რონალდო და მისი მაშინდელი შეყვარებული ირინა შეიკი სტუმრობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ "კვირის პალიტრამ" მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენ მამუკა ფიფიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ირინა შეიკთან მეგობრობდა. მაშინ ბიზნესმენი აცხადებდა, რომ კრიშტიანო საქართველოში ირინა შეიკის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა, თავად ირინა კი დიდი ხანია ქართულ სამზარეულოზეა შეყვარებული. გთავაზობთ საარქივო მასალას.

- როგორ გაიცანით ირინა შეიკი?

- ირა გავიცანი მოსკოვში. 2006 წელს, ,,მის ჩელიაბინსკი"" გახდა. ცოტა ხანი იქ მუშაობდა. მერე მოსკოვში ჩამოვიდა. აქ რომ დაინახეს, ყველა სააგენტო გაგიჟდა, ისე მოეწონათ. სწორედ მაშინ დავმეგობრდით.

- მას შემდეგ თქვენთან და თქვენს მეუღლესთან მეგობრობს?

- დიახ. ჩვენ ვმეგობრობთ, იმიტომ, რომ მას აქვს ვაჟკაცური თვისებები. თუმცა ირა და ჩემი მეუღლე მაკა უფრო მეგობრობენ, ერთმანეთთან ყოველთვის ,,ხაზზე" არიან.

- როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ცხოვრებაში, მეგობრებთან და როგორ ატარებს დროს?

- ცხოვრებაში ისეთივე ლამაზია, როგორიც ჟურნალსა და ტელეეკრანზე. რაც შეეხება მის ადამიანურ თვისებებს, ერთგული მეგობარი და უბრალო გოგონაა. როდესაც ერთად ვიკრიბებით, სადაც უნდა ვიყოთ, მაგრად ვერთობით. მაგალითად, ბოლოს მადრიდში რონალდოს დაბადების დღეზე ვიყავით. დიდებულად მიმიღეს, კარგი პატივი მცეს. ღამე მომშივდა, ორი თუ სამი საათი იყო, ყველას ეძინა. რონალდომ მაცივარი გააღო და ვივახშმეთ. ვფიქრობდი, მის დაბადების დღეზე რომ მივდიოდი, მთელი ესპანეთის და პორტუგალიის შოუბიზნესის ვარსკვლავები და ფეხბურთელები იქნებოდნენ. მარტო პეპე ჰყავდა ბავშვთან ერთად, მაგარი ძმაკაცები არიან. დანარჩენი სტუმრები დები, ძმები, დისშვილები, ძმისშვილები იყვნენ. ძალიან უბრალო და კარგი ბიჭია, სტუმართმოყვარე, მაგრამ ირა არის წყვილში წამყვანი.

- ჩვენ ვნახეთ ფოტო, სადაც სადილს უმზადებთ ირინას, ის გვერდით გიდგათ. რას უმზადებთ, რა სადილი უყვარს?

- ასეთი ფოტო ბევრია. ირა ,,გიჟდება" ჩვენს სამზარეულოზე. ძალიან უყვარს ჩვენებური სალათა, სულგუნი, ლავაში, წიწილა და ხინკალი. თბილისში რომ ვიყავით, რესტორანში წავედით და ყველაფერი გავსინჯეთ.

- საქართველოში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა?

- კი, ხალხი და ქვეყანაც ძალიან მოეწონა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომან ფიფიას, რომელმაც რონალდო და ირა საქართველოში დაპატიჟა. მაშინ ირამ მე დამირეკა, რომანს იცნობო? კრიშტიანო დაპატიჟა საქართველოში და ეშინია წასვლისო. იმ პირობით წავალთ, თუ შენც წამოხვალო. მე ჩემი საქმეები მქონდა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი და წამოვედი.

- მათი საქართველოში სტუმრობა თქვენი დამსახურება იყო?

- ჩემი არა, ირასი. მადლობა ირას, მან დაითანხმა რონალდო.

- რონალდომ სოლიდური თანხა არ მიიღო ამ ვიზიტში?

- არა, ასეთ მიწვევებზე ფულს არ იღებენ. ფულზე ხომ ყველა წამოვიდოდა. განაგრძეთ კითხვა