loader

“გრძელი თმები დავინახე, სახით ძირს იყო, გადმოვატრიალე და ჩემი შვილი იყო, დასახიჩრებული; წელის და ყელის არეში ჰქონდა დიდი ჭრილობა“ - კადრები სასამართლოდან, სადაც ლილოში მოკლული 21 წლის გოგოს მშობლებმა ჩვენება მისცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გრძელი თმები დავინახე, სახით ძირს იყო, გადმოვატრიალე და ჩემი შვილი იყო, დასახიჩრებული; წელის და ყელის არეში ჰქონდა დიდი ჭრილობა“ - კადრები სასამართლოდან, სადაც ლილოში მოკლული 21 წლის გოგოს მშობლებმა ჩვენება მისცეს

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე მოკლული გოგოს მშობლებმა ჩვენება მისცეს. მოკლულის დედამ, ნინო ჯავახიშვილმა, პროცესზე ჯერ კიდევ ესპანეთში ყოფნისას თავისი შვილის სახეზე არსებულ დაზიანებაზე ისაუბრა.

“თვალი ჰქონდა გასიებული. სიჩქარეში დავარტყი ფანჯრის საკეტსო, მითხრა. ქეთის მეგობრისთვის უთქვამს, მშობლებს ვერ გავუმხილე და ეს ტრავმა ოთარ ცინდელიანმა მომაყენა, დედამისი რომ არ შესწრებოდა, შეიძლება მოვეკალიო“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

გოგოს მამამ, კობა ჯავახიშვილმა, ჩვენებისას განაცხადა, რომ მან ნახა თავისი შვილის დასახიჩრებული ცხედარი.

“იმ დილით ქეთი ტელეფონს არ პასუხობდა, მაგრამ ზარი გადიოდა. 10 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ გავედი. მეზობელმა დამიძახა, მკვდარი აგდია, მაღლიდან დავინახეო, ბიჭი მეგონა, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი. დავბრუნდი, ვიფიქრე, იქნებ ცოცხალია და რამე საშველი იყოს-მეთქი. გრძელი თმები დავინახე, სახით ძირს იყო, გადმოვატრიალე და ჩემი შვილი იყო, დასახიჩრებული. წელის და ყელის არეში ჰქონდა დიდი ჭრილობა, სახე და ხელები დასისხლიანებული ჰქონდა... ეს გველი ყოფილა და არა ნათესავი, გულშიც ვერ გავივლებდი ამას“, - განაცხადა კობა ჯავახიშვილმა.

ამასთან, სასამართლო პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა, ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატი გელა ტყეშელაშვილი 100 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატს კითხვების კორექტულად დასმისკენ მოუწოდა, თუმცა მან მოკლული გოგოს მამას, მოსამართლის გაფრთხილების მიუხედავად, კითხვა მაინც დაუსვა მისი შვილისა და ცინდელიანის ურთიერთობის შესახებ.

ადვოკატის კითხვაზე, “რატომ გაგეპარათ იმ ღამეს შვილი, თუ ამბობთ, რომ ის არასდროს გატყუებდათ“, კობა ჯავახიშვილმა ასე უპასუხა - „წადი და ჰკითხე ჩემს შვილს", რასაც ადვოკატმა ასე უპასუხა - "შენ უფრო ახლოს ხარ და ჰკითხე".

აღნიშნული კითხვა, ბრალდების მხარემ გააპროტესტა, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ მისი შვილისა და ბრალდებულის ურთიერთობის შესახებ არ იცოდა. მოსამართლემ ადვოკატს თავდაპირველად შენიშვნა მისცა, შემდეგ კი მოსამართლის მითითების დარღვევის გამო დააჯარიმა.

ვიდეო: "ფორმულა"