loader

"ცოტა კი შეც­ბა, მაგ­რამ ჩემ­მა არე­ულ­მა ცხოვ­რე­ბამ ისე გა­მო­აწ­რთო, არ შე­ში­ნე­ბია. ასე მი­ვუ­ლო­ცე ძვირ­ფა­სი თა­რი­ღი" - რა სიურპრიზი მოუწყო ექსმინისტრმა მეუღლეს და რა კადრებს აქვეყნებს მალაიზიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოტა კი შეც­ბა, მაგ­რამ ჩემ­მა არე­ულ­მა ცხოვ­რე­ბამ ისე გა­მო­აწ­რთო, არ შე­ში­ნე­ბია. ასე მი­ვუ­ლო­ცე ძვირ­ფა­სი თა­რი­ღი" - რა სიურპრიზი მოუწყო ექსმინისტრმა მეუღლეს და რა კადრებს აქვეყნებს მალაიზიიდან

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან 25-წლი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას აღ­ნიშ­ნავს და ამ­ბობს, რომ ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­უღ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ცოლს, რო­მე­ლიც საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით კა­ტარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­ლა­ი­ზი­ა­ში ჩა­ა­კი­თხა.

"25 წლის წინ თავ­გზა რომ ავუ­რიე, ერთი პი­რო­ბა და­მის­ვა - სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში მივ­დი­ვარ 2 წლით და ხელს თუ არ შე­მიშ­ლი, მაგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოგ­ყვე­ბი ცო­ლა­დო. სხვა რა გზა მქონ­და, დავ­თან­ხმდი და 2 წელი თვითმფრი­ნავ­ში ვი­ცხოვ­რე. 16-ჯერ ჩა­ვა­კი­თხე და სტამ­ბუ­ლი-მა­ი­ა­მის რე­ის­ზე, სტი­უ­არ­დე­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, პი­ლო­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა მიც­ნობ­და.

ერთი თვის წინ ვუ­თხა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღია 25 წელი, მი­თ უ­მე­ტეს, ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის გაძ­ლე­ბის­თვის და პა­რიზ­ში წა­ვი­დეთ, თან ბავ­შვსაც ჩა­ვა­კი­თხავთ-მეთ­ქი. წელს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შევ­ძლებ, რად­გან სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ლა­ი­ზი­ა­ში მი­სი­ას მივ­ყვე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ფორ­მას ვა­კე­თე­ბო. მე ბო­დი­ში, მეც საქ­მე მაქვს, არ­მა­ტუ­რა უნდა დავ­ჭრა და მა­შინ მო­მა­ვალ წელს აღ­ვნიშ­ნოთ-მეთ­ქი. ბავ­შვებს მი­ხე­დე, სა­ნამ ჩა­მო­ვა­ლო, წას­ვლის წინ და­მი­ბა­რა. გუ­შინ­წინ მარ­თლა არ­მა­ტუ­რას ვჭრი­დი და ხელი ავი­ხიე ბალ­გარ­კით.

თან გავ­ბრაზ­დი, თან გავმწარ­დი. წე­სით, ორი ნა­კე­რი უნდა და­ე­დოთ, მაგ­რამ 1 ბოთ­ლი არ­ყით ჯერ გარე დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ვი­ტა­რე, მერე შიდა. ში­დამ რომ იმოქ­მე­და, ბავ­შვებს და­ვუ­რე­კე - უკვე დი­დე­ბი ხართ, თქვენს თავს მი­ხე­დეთ-მეთ­ქი და ორ სა­ათ­ში კა­ტა­რის­კენ მივფრი­ნავ­დი. დო­ჰა­ში რომ ჩავფრინ­დი, შიდა დე­ზინ­ფექ­ცი­ამ გა­ი­ა­რა და შევ­ფიქ­რი­ან­დი ჩემს გან­ზრახ­ვა­ზე, მაგ­რამ უკან ხომ აღარ გა­მოვ­ბრუნ­დე­ბო­დი. იქი­დან 7 სა­ათ­ში კუ­ა­ლა ლუმ­პურ­ში ვი­ყა­ვი და მე­სა­ზღვრემ რომ მკი­თხა, ვი­ზი­ტის მი­ზა­ნიო, გუ­ლახ­დი­ლად ვუ­პა­სუ­ხე - "შეღ­შე ლა ფამ"-მეთ­ქი. იმას ეგო­ნა, ვე­ხუმ­რე­ბო­დი და კი­ნა­ღამ უარი ჩა­მირ­ტყა.

მოკ­ლედ, სას­ტუმ­რო­ში კონ­სი­ერჟს ვუ­თხა­რი, ამ სას­ტუმ­რო­ში ჩემი ცო­ლია გა­ჩე­რე­ბუ­ლი, აგერ, ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბა და 25 წლის­თავ­ზე სი­ურპრი­ზად ნო­მერ­ში მინ­და დავ­ხვდე და შე­მიშ­ვი-მეთ­ქი. ააგ­დო ქვა და შე­უშ­ვი­რა თავი, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მაგ­დე­ბე­ნო. ბო­ლოს ბრუ­ნე­ის სულ­თნის პორ­ტრე­ტი­ა­ნი კუ­პი­უ­რე­ბით და­ვი­თან­ხმე. ფილ­მებ­ში რო­მაა, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ჩაბ­ნე­ლე­ბულ სახ­ლში რომ შე­დის და შუ­ქის ან­თე­ბი­სას ვი­ღაც პის­ტო­ლე­ტი­ა­ნი კაცი რომ ხვდე­ბა დი­ვან­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით ეგრე დავ­ხვდი.

ცოტა კი შეც­ბა, მაგ­რამ ჩემ­მა არე­ულ­მა ცხოვ­რე­ბამ ისე გა­მო­აწ­რთო, არ შე­ში­ნე­ბია. ასე მი­ვუ­ლო­ცე ძვირ­ფა­სი თა­რი­ღი. რომ მე­გო­ნა, წყნა­რად აღ­ვნიშ­ნავ­დით, ბორ­ნე­ოს ჯუნ­გლებ­ში წა­მიყ­ვა­ნა, ად­გი­ლობ­რივ თა­ნამ­შრომ­ლებს ურ­ჩე­ვი­ათ, ახლა სე­ზო­ნია, ორან­გუ­ტა­ნე­ბი ად­ვი­ლად მო­დი­ან და­სა­ნახ მან­ძილ­ზეო. რა მექ­ნა, კი ვი­ღი­მით სუ­რათ­ზე, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მაგ­რად მე­ში­ნია, მაგ­რამ რაზე არ წახ­ვალ კაცი ასე­თი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის­თვის" - წერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.