loader

"თამამად შემიძლია ვთქვა, მდგომარეობა საგანგებოა" - რას ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი ალავერდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თამამად შემიძლია ვთქვა, მდგომარეობა საგანგებოა" - რას ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი ალავერდზე

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.

როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.

„დილით მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალის ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები“, - აღნიშნავს მეუფე დავითი.

ინფორმაციისთვის, სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სამონასტრო კომპლექსში ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.