loader

“ყველაფერი ასე დაიწყო“ - მამაკაცი ალავერდის ტაძრის ტერიტორიიდან სტიქიის ამსახველ კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველაფერი ასე დაიწყო“ - მამაკაცი ალავერდის ტაძრის ტერიტორიიდან სტიქიის ამსახველ კადრებს ავრცელებს

Paul Rimple მამაკაცი ალავერდის ტაძრის ტერიტორიიდან სტიქიის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, კახეთში, სტიქიის შედეგად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსს გადახდილი აქვს გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთ მხარის და გუმბათის სარკმლები.

სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.

"სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთ მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში.

ვიდეო: Paul Rimple