loader

ქობულეთში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს - გამოძიების რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს - გამოძიების რა დეტალები ხდება ცნობილი?

ქობულეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი დაჭრეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, სადაც ინციდენტი მოხდა. კაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.