loader

სიახლე მგზავრებს, რომელიც საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღამეს ამოქმედდება - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე მგზავრებს, რომელიც საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღამეს ამოქმედდება - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას, ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. მატჩი საღამოს 23 საათზე დაიწყება, რის გამოც, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის ღამის 02:00 საათამდე იმუშავებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, დაუპირისპირდება.