loader

"რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ" - სანიოლი ზივზივაძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ" - სანიოლი ზივზივაძეზე

26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"გასული მატჩები უკვე შევაფასეთ და ახლა პორტუგალიაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის გუნდის წევრია. რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ ცოტა დრო მიეცა. მე არ მინდა პოლიტიკას შევეხო. არასაფეხბურთო მიზეზები არ არსებობს, ვინ თამაშობს და ვინ არა, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ.

კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია.

ჩვენ 26 ფეხბურთელი გვყავს და გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება. ჩემპიონატამდე შემაწუხებელი საუბრები გვესმოდა. კარგია, რომ აქ ვართ და კარგად განვვითარდით. სიგუა ჩვენთან მეორედაა. ის მზარდი მოთამაშეა".