loader

"რომ დავინახე, მეგონა, მომელანდა... 4  წლის წინ ქორწილიდან რომ გაიქცა პატარძალი, იმ პატარძალმა იქორწინა" - ზურა შევარდნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ დავინახე, მეგონა, მომელანდა... 4  წლის წინ ქორწილიდან რომ გაიქცა პატარძალი, იმ პატარძალმა იქორწინა" - ზურა შევარდნაძე

"4 წლის წინ ქორწილიდან რომ გაიქცა პატარძალი, იმ პატარძალმა იქორწინა" - ამის შესახებ "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პატარძლის მაშინდელ საქმროსაც შეურთავს ცოლი.

"4 წლის წინ ქორწილიდან რომ გაიქცა პატარძალი, ყველას გვახსოვს. დღეს იმ პატარძალმა იქორწინა, თავის ავსტრიელ თანამშრომელს გაჰყვა. თეთრი კაბით რომ დავინახე, მეგონა, მომელანდა…

გიორგისაც თავისი ბავშვობის შეყვარებული შეურთავს და პატარა შვილიც ჰყავს თურმე.

ანამარია და იოჰანეს, მთელი გულით გილოცავთ.

დღეს ბევრი ვიცინეთ, რა ვიცი, მორჩეს ბოლომდე ქორწილი და მერე გავიხაროთ, ისევ არ გაგვექცეს პატარძალი-მეთქი. ბედნიერები ჩანან და აგვისტოში შვილსაც ელოდებიან. ხელის მოწერის ცერემონია, სუფრის დეკორაცია ამჯერად თეთრი ისურვა პატარძალმა", - წერს შევარდნაძე.