loader

ვალეში, ჭაში მუშაობისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალეში, ჭაში მუშაობისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ვალეში, ჭაში სამუშაოების შესრულებისას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge ავრცელებს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.

როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გვეუბნებიან, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს.