რამდენიმე წუთის წინ ოთარ კიტეიშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა - ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი პორტუგალიის წინააღმდეგ
“კიტე ბრუნდება! ოთარ კიტეიშვილმა გერმანიაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა.
მატჩისწინა ვარჯიში და დაბრუნება პორტუგალიასთან“ - ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კუნთი გაიჭიმა და მას შემდეგ ვერ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრებთან თურქეთთან და ჩეხეთთან.