loader

“როგორ მინდა სიზმარი იყოს... როგორ გაუძლებს დედა ამხელა ტკივილს“ - სოფელ გაგიდაში, ზღვაში 17 წლის ზუგდიდელი ბიჭი დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“როგორ მინდა სიზმარი იყოს... როგორ გაუძლებს დედა ამხელა ტკივილს“ - სოფელ გაგიდაში, ზღვაში 17 წლის ზუგდიდელი ბიჭი დაიხრჩო

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდაში, ზღვაში 17 წლის ზუგდიდელი ბიჭი დაიხრჩო. როგორც megatv წერს, გარდაცვლილი ლუკა ქირიაა.

წყაროს ინფორმაციით, მოზარდი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ზუგდიდიდანაა და სოფელ ინგირში ცხოვრობს. მას დედა ჰყავს დევნილი ოკუპირებულ სოფელ ბარღებიდან და სტუმრად სწორედ იქ, ბაბუასთან იმყოფებოდა.

მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ გამორიყა.

“ლუკა, როგორ მინდა სიზმარი იყოს. რატო გაგვწირე, ღმერთო ასეე როგორ ვისაბრო შენზე ლუკა, წარსულში, როგორ? დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. ჩემი ცხოვრება, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ჩემო უბოროტო ბიჭო, აწი ვინ შემომხვდება სახლში მისულს ღიმილიანად და მოსიყვარულედ.“

“ეს რა გაგვიკეთე ლუკა, რატომ?! ვერ ვიჯერებ, როგორ მენანები. გულიი მეწვის, მოუშუშებელი ტკივილი ხარ. უფალს ებარებოდეს შენი სული. ჩემი ანგელოზი ხარ ლუკა, ჩემი ლუკა… მხოლოდ ტკბილი მოგონებები დამრჩა შენგან.. ” – წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.