loader

“გთხოვთ როგორც რიგითი ქართველი და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე საქართველო - პორტუგალიის მოსალოდნელი მატჩის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გთხოვთ როგორც რიგითი ქართველი და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე საქართველო - პორტუგალიის მოსალოდნელი მატჩის შესახებ

სამცხე - ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ჰგუფი “ქუჩის ბიჭების“ ყოფილი წევრი, მომრერალი ზურა ხაჩიძე ევრო 2024-ზე, მოსალოდნელი საქართველო - პორტუგალიის ისტორიული მატჩის წინ, საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

“მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ - გთხოვთ მოვერიდოთ ბიჭების სახელების ცუდ კონტექსტში მოხსენიებას, ეს აზიანებს ნაკრებს და ეს გვაზიანებს ჩვენ როგორც ქვეყანას!

გთხოვთ როგორც რიგითი ქართველი და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე!“ - წერს ზურა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 26 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ფოტო: ეროვნული ნაკრები