სად იპოვეს გიორგი გახელაძის ცხედარი? - რა ინფორმაცია ვრცელდება ამ დროისთვის
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დამატებითი დეტალები უცნობია. გახელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მისმა მეუღლემ გაავრცელა.
"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!" - წერს მალაციძე.
შეგახსენებთ, პროფესორ გიორგი გახელაძეს ბოლო 1 კვირის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით ეძებდნენ.