loader

რამდენი მილიონი ევრო ღირს კრიშტიანუ რონალდუ და რომელია პორტუგალიის ყველაზე ძვირადღირებული 5 ფეხბურთელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი მილიონი ევრო ღირს კრიშტიანუ რონალდუ და რომელია პორტუგალიის ყველაზე ძვირადღირებული 5 ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებს 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე მეორე მოწინააღმდეგე გუნდის, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ღირებულება. ასევე, ვინ არის ნაკრების Top-5 ძვირადღირებული ფეხბურთელი.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, პორტუგალიის ნაკრების ფასი კი - 1.05 მლნ ევროა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო, გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო, გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო,ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო, საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო.

პორტუგალიის ნაკრები:

რაფაელ ლეაო - 90 მლნ ევრო, რუბენ დიასი - 80 მლნ ევრო, ბრულო ფერნანდესი - 70 მლნ ევრო, ბერნარდო სილვა - 70 მლნ ევრო, ჟოაო პალინია - 55 მლნ ევრო. რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, მისი ღირებულება 15 მლნ ევროს შეადგენს.

ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც 3:1 დამარცხდა. 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიში ფრედ, 1:1 დასრულდა, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

წყარო: ბპნ