loader

ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - რა უნდა იცოდეთ, თუ ავტობუსითა და მიკროავტობუსით გადაადგილდებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - რა უნდა იცოდეთ, თუ ავტობუსითა და მიკროავტობუსით გადაადგილდებით

29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ Palitravideo.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ეს რეჟიმი წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, დაახლეობით, 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.

შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო, მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.