loader

დღეს, 12:00 საათიდან, მოქალაქეები პროფესორი გიორგი გახელაძის მოსაძებნად სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან - მოქალაქეები განცხადებას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს, 12:00 საათიდან, მოქალაქეები პროფესორი გიორგი გახელაძის მოსაძებნად სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან - მოქალაქეები განცხადებას ავრცელებენ

დღეს, 12:00 საათიდან, მოქალაქეები პროფესორი გიორგი გახელაძის მოსაძებნად სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან:

"მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით უკვე ოთხი დღეა ოჯახი ეძებს პროფესორ გიორგი გახელაძეს უშედეგოდ.. პოლიცია ჩართულია საქმეში, თუმცა არაა ეს ყველაფერი საკმარისი.. დღეს 12:00 საათზე თითოეულ უბანში შევიკრიბებით, მისაღები მისამართების მიხედვით და შემოვივლით ჩვენი უბნის ქუჩებს! ვაკე - ვაკის პარკი მთავარი შესასვლელი 12:00 საათისაბურთალო - მეტრო დელისი 12:00 საათიდიდი დიღომი - ახალი პარკი მირიან მეფეზე 12:00 საათიდიღმის მასივი - გაგუას კლინიკის წინ 12:00 საათინახალოვკა- სანზონა - კიკვიძის პარკი 12:00 საათიგლდანი - მუხიანი - ახმეტელის მეტროს წინ 12:00 საათივარკეთილი/ისანი/სამგორი - ვარკეთილის მეტროს წინ 12:00 საათისადგურის მოედანი - თბილისი ცენტრალის შესასვლელი 12:00 საათიწერეთელი - პანთეონთან ტაძრის წინ 12:00 საათიავლაბარი - ავლაბრის მეტროს წინ 12:00 საათიმეტრო თავისუფლება/რუსთაველის და რიყეს მიმდებარე ტერიტორია - რუსთაველის მეტრო 12:00 საათი!!გთხოვთ ყველანი შემოგვიერთდით, თითოეული წუთი არის უმნიშვნელოვანესი და ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო! გაავრცელეთ ასევე თქვენს მეგობრებთანაც.. 12:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ყველა უბანში, რადგან სავარაუდოდ საქმე გვაქვს ამნეზიასთან და შესაძლოა გადაადგილდებოდეს ყველგან შეიძლება იყოს! ყურადღება გაამახვილეთ ტაძრის ეზოებში და პარკებში. გაავრცელეთ ყველგან მაქსიმალურად გთხოვთ" - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში