loader

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ - "რა თქმა უნდა, შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, მაგრამ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ - "რა თქმა უნდა, შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, მაგრამ..."

"ბოლო წუთზე შეგვეძლო მოგება, ამის გამო გული მწყდება, მაგრამ არაუშავს, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება" - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა.

სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ველ ტა­იმ­ში გი­ორ­გის ან­გა­რიშ­ზე 8 "სე­ი­ვია", მე­ო­რე­ში კი კი­დევ 3 და­ა­მა­ტა.

დიახ, "მა­მარ­დამ" ჩე­ხეთ­თან მატჩში 11 მო­გე­რი­ე­ბა შე­ას­რუ­ლა, რაც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მეტი მო­გე­რი­ე­ბა 2004 წელს, ლატ­ვი­ის ნაკ­რე­ბის მე­კა­რემ ალექ­სან­დერ კო­ლინ­კომ ნი­დერ­ლან­დებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შეძ­ლო.