loader

"წარმოუდგენელია ეს ამბავი! ვბრაზობ! მისი უდიდესი დამსახურებაა, ჩვენ რომ "ევროზე" გავედით" - რას წერენ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ბუდუ ზივზივაძე დღევანდელ მატჩში არ ათამაშეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარმოუდგენელია ეს ამბავი! ვბრაზობ! მისი უდიდესი დამსახურებაა, ჩვენ რომ "ევროზე" გავედით" - რას წერენ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ბუდუ ზივზივაძე დღევანდელ მატჩში არ ათამაშეს

ევროპის ჩემპიონტაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ჩეხეთთან მატჩში ბუდუ ზივზივაძე არ ათამაშა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"წარმოუდგენელია ეს ამბავი! წარმოუდგენელი! კაი, მე ფეხბურთი არ მესმის, მაგრამ ჩვენს კომენტატორებს ხომ ესმით და შიგადაშიგ ისინიც რატომ ითხოვდნენ აბა ბუდუს? ისინიც რატომ ელოდნენ? ფეხბურთელი, რომლის უდიდესი დამსახურებაა ჩვენ რომ "ევროზე" გავედით, ორი თამაშია სათადარიგოზე უზით ძალიან ვბრაზობ.

ბუდუსთან მისი ადგილი აღარ დარჩა, თორემ დარჩებოდა ბარემ სახლში...

"ბუდუ რატო ჰყავს ამ კაცს "აჭარაბეთის" ინფლუენსერივით წაყვანილი?! რატომ არ აღირსა მოედანი?!

"ქოცები" ფიქრობენ, რომ ბუდუ დასაჯეს!…არადა!…

"ეს ბიჭი გვინდა. ახლა არ დამიწყოთ, რომ რაღაც სტრატეგია არსებობს, სადაც ბუდუ არ ჯდება და რომ მე არ მესმის თუ რაღაც... ბუდუ ნიშნავს გამარჯვებას! მადლობა ბიჭებს და მამარდას...

რომ არა ბუდუ ზივზივაძე, დღეს ეს თამაში არ შედგებოდა... კითხვა მაქვს: რატომ არ ათამაშებენ?არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება...

არ შემოიყვანო ბუდუ ხოოო. თავზე გაზის ჩეხეთი და რა ქვილითაია და ლობჟანიძე. ყველა შემტევი გამოიყვანა ბუდუს გარდა. ბუდუ იმ მომენტს 99% არ გააფუჭებდა ბოლოს. პ.ს. არ ვარ უმადური. მადლობა, რომ გაგვიყვანა ევროპაზე..." - წერენ სოციალურ ქსელში.