loader

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა.

ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს.

შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.