loader

"დაღუპულია სულ მცირე 11 და დაშავებულია 78 ადამიანი" - ტრაგედია მასშტაბურ ხანძარს მოჰყვა: რა კადრები ვრცელდება თურქეთიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაღუპულია სულ მცირე 11 და დაშავებულია 78 ადამიანი" - ტრაგედია მასშტაბურ ხანძარს მოჰყვა: რა კადრები ვრცელდება თურქეთიდან?

თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მარდინისა და დიარბაქირის რაიონებში მოჰყვა.

თურქული მედიის ცნობით, დაშავებულია 78 ადამიანი, რომელთა შორის ხუთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ამასთან, ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით შინაური ცხოველი.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგადამცემი ხაზიდან გაჩნდა, საიდანაც ცეცხლი რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.