loader

"საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ..." - რა თქვა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ..." - რა თქვა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა?

"საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ... მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ" - ამის შესახენ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებმა თურქებთან როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი.

"თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.

საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით", - აღნიშნა ივან ჰაშეკმა.

წყარო: sportall.ge