loader

"რა მაგარია! მეტირება..." - ჰამბურგიდან ქართველი გულშემტკივრების კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მაგარია! მეტირება..." - ჰამბურგიდან ქართველი გულშემტკივრების კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ჰამბურგიდან ქართველი გულშემატკივრების ცეკვის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება - ვიდეოს Geo Team აქვეყნებს.

"თქვენ შემოგევლეთ! აი, ასე სჯობს, სიმღერით ცეკვით გაერთეთ, შეირგეთ ყველა მომენტი... საქართველოს გაუმარჯოს...

არ არსებობს ქართველი ერის დამარცხება, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ!

აბა, თქვენ იცით! ტრიბუნები მოაწესრიგეთ, დროშებს მოუფრთხილდით. სამაგალითონი უნდა ვიყოთ. გამარჯვება საქართველო!!!

როგორი საამაყო და სასიხარულოა, რაც აქ ხდება, დიდი მადლობა ბიჭებს! როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში, ვამაყობთ თვენით და ყოველთვის ვიამაყებთ!

ყველაზე მაგარი ქვეყნის შვილები ვართ ჩვენ...

ისეთი მუხტი შეიტანეთ ტრიბუნებზე, რომ გამარჯვებას გზა არ დარჩეს ჩვენ გარდა...

რა მაგარია! მშურს თქვენი, მეც მინდა, მანდ რომ ვიყო...

მეტირება...

ამეტირა... გაიხარეთ ჩემო ერო და ბერო. უფალი გფარავდეთ. უფლის მადლი, წინსვლა და წარმატება ჩვენს ბიჭებს..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.